ნიკა გვარამია – აქ ვიდგებით, რადგან თუ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს მიიღებენ, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ – დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ

პარლამენტის შენობიდან ისე არ გამოუვათ გამოსვლა, რომ არ დაგველაპარაკონ. დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ, გამართულ აქციაზე პოლიციის კორდონმა აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მისულიყვნენ, საიდანაც დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოვიდნენ.
გვარამიას თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები უნდა დაელაპარაკონ მათ.
„დღეს აქ [პარლამენტის უკანა შესასვლელი] ვიდგებით, იმიტომ, რომ თუ მიიღებენ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ. აქ არიან ადამიანები, მათ შორის „ახალის“ წევრები, რომლებმაც თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა და დაელაპარაკონ, არა მხოლოდ მათ, არამედ ყველას, რადგან ჩვენი სამშობლოს ბედი წყდება.
პარლამენტის შენობიდან ისე არ გამოუვათ გამოსვლა, რომ არ დაგველაპარაკონ. დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ“,- განაცხადა გვარამიამ.