ნიკა გვარამია – აქციები ისევ გაგრძელდება, სხვა ადგილას ან ისევ ჭავჭავაძეზე – ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას

აქციები ისევ გაგრძელდება, სხვა ადგილას ან ისევ ჭავჭავაძეზე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, მ სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებისგან ჭავჭავაძის გამზირის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სპეცრაზმისგან განსხვავებით, ისინი ძალის გამოყენების გარეშე გაათავისუფლებენ ქვეყანას.
„ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას. ეს საქართველოა, ეს ევროპაა, ეს არ არის . სანამდე უნდა აწვებოდნენ თავისუფლების მოყვარე ხალხს? ეს ხომ არ დამთავრდება არასდროს, არ დამთავრებული ათასწლეულებია და არ დამთავრდება არც ახლა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვლი – სახელმწიფო მკაცრად დაიცავს სტრატეგიულ ობიექტებს, არავის მისცემს საშუალებას, გადაიკეტოს მაგისტრალები და ყველა, ვინც იქნება ასეთ ქმედებაში შემჩნეული, დაისჯება – კარგად დაფიქრდნენ, არ ჩაიდინონ დანაშაული და თავი არ ჩაიგდონ დიდ საფრთხეში