“გულწრფელი რომ ვიყო ბევრი და ბევრჯერ ჩემთვის დასმული შეკითხვის პასუხად:
არ მინდა ფუჭად ლაპარაკი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს დანიშნულებას და მოვალეობას იმაში ვხედავ, რომ, სხვებთან ერთად, ვაკეთო ის, რაც ამ “კარგად ყოფნას” უსათუოდ მოიყვანს. ვაკეთო ის, რისი კეთება შესაძლოა სხვაზე უკეთ ვიცოდე და არა ის, რაც ჩემზე უკეთ სხვამ იცის და/ან სადაც ჩემ გარეშეც ყველაფერი გამოვა. არაა ახლა ყველას მიერ ყველაფრის კეთების დრო: საქმე უამრავია და, შესაბამისად, შრომის დანაწილება – მნიშვნელოვანი და აუცილებელი.
არ მინდა ფუჭად ლაპარაკი, თორემ საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საერთოდ,” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.