ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტების

მ დღეს გადაწყვიტა, რომ ვითომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუმხრობელი, შუაშისტური ამომრჩევლის ხმებზე ინადიროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში მისი ეს მცდელობა არის განწირული, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა სააკაშვილის ხელისუფლება და სააკაშვილის მმართველობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, ნიკა გვარამია არა მხოლოდ ახმოვანებდა ს ხელისუფლების პოზიციას, არამედ თავად ადგენდა ბოროტ სქემებს.
„თუნდაც ის ფაქტი, რომ იმედში შეჭრასთან დაკავშირებით, სწორედ ის ახმოვანებდა ხელისუფლების პოზიციას და გახმოვანებასთან ერთად ის ადგენდა იმ ბოროტ სქემებს. ამას ის ვერ ჩამოირეცხავს ვერასდროს და რაც არ უნდა დღეს ვითომ აღიარებები ჰქონდეს, თუ არ იქნება აღიარება სასამართლოს წინაშე და თუ არ იქნება სინანული ამ ყველაფრის გამო გამოთქმული, ბუნებრივია ის დარჩება ამ რეჟიმის არა მხოლოდ სახედ, არამედ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა
Previous: სთვის სანქციების დაწესების პირობებში, ნებისმიერი დაპირება პენსიების ზრდის არის შეუსრულებელი – ლადო პაპავა “ლელო”-ს დაპირებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?