ნიკა გვარამია: არაფერი უფრო საბჭოთა, არაფერი უფრო ამაზრზენი, არაფერი უფრო მდაბიო და ძალადობრივი არ არსებობს, ვიდრე… თავისუფლება ნინოს! ოლიგარქია უნდა დაემხოს!

არაფერი უფრო საბჭოთა, არაფერი უფრო ამაზრზენი, არაფერი უფრო მდაბიო და ძალადობრივი არ არსებობს, ვიდრე დისიდენტის შერაცხადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, როგორც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ „გიჟად გამოცხადება“ – თავისუფლება ნინოს! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ს წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
გვარამია აღნიშნულით ეხმაურება პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
„მინდა გამოვეხმაურო დაპატიმრებული სკოლის მასწავლებლის, ნინო დათაშვილის იძულებით გადაყვანას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
არაფერი უფრო საბჭოთა, არაფერი უფრო ამაზრზენი, არაფერი უფრო მდაბიო და ძალადობრივი არ არსებობს, ვიდრე დისიდენტის შერაცხადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, როგორც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ “გიჟად გამოცხადება”.
ამაზე უარესი არანაირი პატიმრობა არ არის! ბოლოს ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა მწერალ, ნაზი შამანაურის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვში “სბერსკის” ინსტიტუტში გამოკეტა და ის იქ გარდაიცვალა.
თავისუფლება ნინოს! ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, – წერია ნიკა წერილში.
რაც შეეხება თავად ნინო დათაშვილს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიტო სამხარაძე: არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ ოცნებაში. მოვედი მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო! საქართველო ჩვენ ვართ 41

ირინა იმერლიშვილი – საერთაშორისო უნივერსიტეტისგან შემოთავაზება მივიღე რექტორის პოზიციაზე და დავთანხმდი – რაც შეეხება მითქმა-მოთქმას საკონსტიტუციო სარჩელზე, შეიძლება ჩემი უფლებამოსილების ვადაში არც მოსწრებულიყო განხილვა