ნიკა გვარამიას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ნიკა გვარამია პოლიციამ 4 დეკემბერს ძალის გამოყენებით დააკავა და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანა.
ნიკა გვარამია პოლიციისგან პარტია დროას ოფისში შეშვებას და ჩხრეკის დროს დასწრებას მოითხოვდა, როგორც იურისტი, რაზეც უარი უთხრეს. გვარამია პოლიციელებისგან იურიდიულ დასაბუთებას მოითხოვდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურად გადაიზარდა.
-ს წარმომადგენლებმა გვარამია ძირს დააგდეს და ხელში აყვანილი ქუჩაში გაატარეს. როდესაც მანქანაში სვამდნენ გარშემო მყოფები ყვიროდნენ, რომ მას სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, რადგან უგონო მდგომარეობაში იყო.