ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე: პატივს ვცემ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ვინმე ბოდიშს მოიხდის

ს საქმის განმხილველი მოსამართლე: პატივს ვცემ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ვინმე ბოდიშს მოიხდის
ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე „ქრონიკასთან“ სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ არ აქვს მოლოდინი, მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მისი გადაწყვეტილების სამართლიანობა დაადასტურა, ვინმე ბოდიშს მოუხდის.
„ჩემთვის პირადად რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს [რომ სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო]. პატივს ვცემ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, თუმცა, ამ ეტაპისთვის ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე მეტს, რაც თავად სტრასბურგის სასამართლომ მიიღო. ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ვინმე ბოდიშს მოიხდის, თუმცა, შესაძლოა, ვინმემ ის პოზიცია მაინც დააფიქსიროს, რომ ცოტა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ან შეფასებები მიიღეს. სიმართლე გითხრათ, არც ამის იმედი მაქვს. ყოველი შემთხვევისთვის, პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებას, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო და ალბათ სხვასაც მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მოსამართლემ.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.
Previous: ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ