ნიკა გვარამიას საქმე არსებითად განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. დღევანდელ პროცესზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა.
სხდომაზე ასაბუთებდა, რომ იდენტური ფორმულირების მუხლი არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც და ის მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. სწორედ ამ საფუძვლით ითხოვდა ის მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას.