ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ს საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 30 ივნისს გამოცხადდება. სწორედ ამ თარიღისთვის გადადო მოსამართლემ სხდომა, სადაც ცნობილი გახდება, მისცემს თუ არა ჩვენებას გვარამია და ისარგებლებს თუ არა ის საბოლოო სიტყვის უფლებით. თუ გვარამია აღნიშნულზე უარს განაცხადებს, მოსამართლემ მხარეები გააფრთხილა, მზად იყვნენ დასკვნითი სიტყვების სათქმელად.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხეს და მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს. სხდომას ნიკა გვარამია არ დასწრებია. პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, მან უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღებაზე.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის