ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორების განმარტებით, შუამდგომლობის მიზეზი გვარამიას მხრიდან მისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობაა.
დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი შესვენების შემდეგ, მოსამართლემ ადვოკატებს შუამდგომლობაზე პოზიცია ჰკითხა, რაზეც დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიასთან კონსულტაციის შემდეგ, მათ მხოლოდ ის აქვთ სათქმელი, რომ გადაწყვეტილება მოსამართლეს თავად მიეღო.
სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. როგორც ცნობილია, ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართება.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა