ნიკა არაბიძე “რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა: ახლა რო­გორც ჩავ­თვლით სა­ჭი­როდ მე, პა­ა­ტა და გუნ­დი ისე იქ­ნე­ბა

ნიკა არა­ბი­ძე “რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და. იუ­მო­რის­ტი შოუს პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად წა­იყ­ვანს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა­ზე“ “კო­მე­დი შოუს” პრო­ექ­ტე­ბი და­ი­ხუ­რა. მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდა “ნიკა არა­ბი­ძის“ შოუც, რომ­ლის უკა­ნას­კნე­ლი გა­და­ცე­მა ეთე­ში 30 დე­კემ­ბერს გა­ვი­და. იუ­მო­რის­ტი Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ წლე­ბის წინ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და მშობ­ლი­უ­რი არ­ხის და­ტო­ვე­ბა.

– ნიკა, გი­ლო­ცავთ მშობ­ლი­ურ არხზე დაბ­რუ­ნე­ბას, რა ტი­პის გა­და­ცე­მას წა­იყ­ვანთ?

– მად­ლო­ბა, “ღა­მის შოუს“ ფორ­მა­ტის იქ­ნე­ბა ეს გა­და­ცე­მა და მე და ბა­ტო­ნი პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი ერ­თად წა­ვიყ­ვანთ.

– მიშა ან­დღუ­ლა­ძემ ისა­უბ­რა “ფორ­მუ­ლა­ზე“ თქვენს გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თქვენ რო­გორ შეხ­ვდით ამ ამ­ბავს, რო­დე­საც გა­ი­გეთ? კი­დევ ვინ იქ­ნე­ბა თქვე­ნი გუნ­დი­დან “რუს­თა­ვი 2“-ზე?

– მი­შამ რა­ზეც ისა­უბ­რა, მე ამა­ზე ვერ გაგ­ცემთ პა­სუხს, და­მი­რე­კა რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტმაც, მკი­თხა. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა მი­შას უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია აქვს და უფრო მეტი იცის. რაც შე­ე­ხე­ბა დაბ­რუ­ნე­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით მე დავ­ბრუნ­დი “რუს­თა­ვი 2“-ზე და მო­მა­ვალ­ში, რა რო­გო­რი იქ­ნე­ბა, არ ვიცი.

– თქვენ რას აბ­რა­ლებთ გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას, რე­ი­ტინ­გის პრობ­ლე­მა იყო?

– ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, რა ვიცი, მე პი­რა­დად ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა რა და ცვლი­ლე­ბე­ბის დრო იყო.

– რო­გო­რი შეგ­რძნე­ბით დაბ­რუნ­დით მშობ­ლი­ურ არხზე?

– თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც “რუს­თა­ვი 2“-ზე აღარ ვი­ყა­ვით, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რი ვნა­ხე, ყვე­ლას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, მი­ხა­რია, რომ ასე დამ­ხვდნენ.

– პო­ლი­ტი­კა­ზე იხუმ­რებთ?

– ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რა რო­გორ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ტო­მაც არა, არ გა­მოვ­რი­ცავ, რომ ასეც იყოს.

– ნიკა, იუ­მო­რის­ტე­ბი არ­ხის შეც­ვლის შემ­დეგ ხში­რად ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი ჰქონ­დათ იმ არხზე, სა­დაც იქამ­დე იყ­ვნენ. თქვენ გქონ­დათ რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა “ფორ­მუ­ლა­ზე“?

– არ ვარ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვში, რომ ვი­ღა­ცას რამე ტყუ­ი­ლად და­აბ­რა­ლოს. ვერ ვი­ტყვი, რომ ვინ­მე ზე­ვი­დან რა­მეს მე­უბ­ნე­ბო­და. ახლა რო­გორც ჩავ­თვლით სა­ჭი­როდ მე, პა­ა­ტა და გუნ­დი ისე იქ­ნე­ბა.