ნიკარაგუაში ავარიას 19 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი ემსხვერპლა

ნიკარაგუაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი ემსხვერპლა. La Prensa-ს ცნობით, ტრაგიკული ინციდენტი მატაგალპას დეპარტამენტში, რანჩო გრანდეს მუნიციპალიტეტში მოხდა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა დადგენილ სიჩქარეს გადააჭარბა, შემდეგ კი საჭეზე კონტროლი დაკარგა. ავტობუსში 70-მდე ადამიანი იმყოფება, 26 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლი დუგლას ოროსკო დაკავებულია.