ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტესთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუტესგან დასტური მიიღო, რომ ნიდერლანდებმა კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე და 400 მილიონი ევრო უკრაინის აღდგენაზე.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სახსრები უსაფრთხოებაზე ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებებთან დამატებით არის გამოყოფილი.
„ამ წამს სატელეფონო საუბარში პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ შემატყობინა, რომ ნიდერლანდებმა კიდევ მილიარდი ევრო გამოყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე და 400 მილიონი აღდგენაზე… მადლობა, მარკ, მადლობა, ნიდერლანდელებო! ეს უკრაინის მხარდაჭერის სამაგალითო ნიმუშია”, – წერს ზელენსკი.