ნიდერლანდებმა უკრაინას რუსეთის თავზე F-16-ების გამოყენების უფლება მისცა

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ნიდერლანდებიდან მიღებული F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენება შეუძლია, – ამის შესახებ ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალმა ონნო ეიხელშაიმმა განაცხადა.
„ჩვენ არ დაგვიწესებია არანაირი შეზღუდვა ომის კანონების დაცვით F-16-ის გამოყენებასა და ფრენის დიაპაზონზე“, – აღნიშნა ონნო ეიხელშაიმმა.
მისი თქმით, იგივე ეხება ნიდერლანდების მიერ მოწოდებულ სხვა იარაღს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია მათი განკარგვა ბრძოლის ველზე საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ დაცული იქნება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები.
„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს ომი და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ეს მოხდეს“, – განმარტა ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების მეთაურმა.
ნიდერლანდებმა უკრაინას, საერთო ჯამში, F-16 ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემა დაჰპირდა. ეიხელშაიმს არ უთქვამს, რამდენი მათგანია უკვე განლაგებული ქვეყანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ