ნიდერლანდებმა რუმინეთს დამაჯერებლად სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ნიდერლანდებმა რუმინეთი 3:0 დაამარცხა.
გაკპოს ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა – შეცვლაზე შესულმა მალენმა დუბლი შეასრულა.
6 ივლისს, მეოთხედფინალში ნიდერლანდები ავსტრიასა და თურქეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
რუმინეთი – ნიდერლანდები 0:3
გოლები: 0:1 გაკპო (20), 0:2 მალენი (83), 0:3 მალენი (90+3)
. გაკპომ მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძეს, მუსიალას და შრანცს დაეწია.