ნიდერლანდები: ხელისუფლება მოერიდოს ნაბიჯებს, რომლებიც ხელს უშლის EU-ში ინტეგრაციას

რუსულ კანონს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
დიპლომატიური უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლის ევროკავშირში ინტეგრაციას:
“ნიდერლანდები არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების დიდი ხნის მხარდამჭერი. ქართველი ოფიციალური პირების ანტიდასავლური განცხადებები არ ასახავს ჩვენი პარტნიორობის სულისკვეთებას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოერიდონ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს უშლის ევროკავშირში ფართოდ მხარდაჭერილ ინტეგრაციას და უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების უფლება” – წერს საგარეო უწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის