ნიდერლანდები უკრაინისთვის პირველი 18 F-16 ავიაგამანადგურებლის გადაცემისთვის ემზადება

ნიდერლანდები უკრაინისთვის პირველი 18 F-16 ავიაგამანადგურებლის გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
რუტემ აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტ ს შეატყობინა ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ უკრაინისთვის პირველი 18 F-16 თვითმფრინავის გადაცემისთვის დაიწყოს მზადება.
„F-16-ების მიწოდება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ექსპორტზე ნებართვის გარდა, თავად გადაცემამდე კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი უნდა შესრულდეს, მათ შორის შესაბამისი სპეციალისტებისა და ინფრასტრუქტურის მზაობის მხრივ. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიდერლანდებმა არ შეამცირეს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების ვალდებულებები, რომელიც მიმდინარე რუსულ აგრესიაზე საპასუხოდაა საჭირო,” – წერს რუტე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები