ნიდერლანდები უკრაინას აშშ-ის შეიარაღების სისტემების €500 მილიონიან პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ნიდერლანდები ს ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 500 მილიონი ევროა.

მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტებსა და რაკეტებს მოიცავს.

“უკრაინას ახლა მეტი საჰაერო თავდაცვითი სისტემები და საბრძოლო მასალა სჭირდება…

ეს უკრაინას დაეხმარება, დაიცვას საკუთარი თავი და დანარჩენი ევროპა რუსული აგრესიისაგან”, – წერს ბრეკელმანს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ინდოეთის საგარეო უწყება ტრამპის განცხადებაზე – ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს – ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელია

შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე – მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?