ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც პარასკევს ქვეყნის პარლამენტმა ქალაქ ღაზაზე ახალი შეტევის გამო ისრაელის წინააღმდეგ მის მიერ მოთხოვნილ მკაცრ სანქციებს მხარი არ დაუჭირა.
ველდკამპის გადაწყვეტილების შემდეგ ნიდერლანდების დროებითი მთავრობა მისი პარტიის „ახალი სოციალური კონტრაქტის“ წევრებმაც დატოვეს.
ცნობისთვის, ნიდერლანდების მმართველი კოალიცია 3 ივნისს დაიშალა, მას შემდეგ, რაც ხეერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტიამ“ (PVV) მიგრაციული პოლიტიკის შესახებ დავის შემდეგ კოალიცია დატოვა.
ნიდერლანდებში ახალი საპარლამენტო 29 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში