ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა მუშაობას აგრძელებს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა მუშაობას აგრძელებს.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა გვიან ღამით სამთავრობო კოალიციაში შემავალი ოთხი პარტიის საგანგებო სხდომა გამართა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების ფინანსთა უმცროსმა მინისტრმა, ნორა აშაბარმა, რომელიც პარტია „ახალი სოციალური კონტრაქტის“ წევრია, თანამდებობა დატოვა.
ნორა აშაბარის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ადგილობრივ მედიაში ინფორმაცია სხვა მინისტრების გადადგომის შესახებაც გავრცელდა, რამაც კოალიციური მთავრობის დაშლის საშიშროება შექმნა.
„იმ დასკვნამდე მივედით, რომ გვსურს დავრჩეთ, როგორც მთავრობა ყველასთვის“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აშაბარის გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე მისი მისამართით გაკეთებული რასისტული კომენტარები იყო, როდესაც მთავრობის წევრები გასულ კვირას ამსტერდამის ქუჩებში ს საფეხბურთო გუნდის, „მაკაბის“ გულშემატკივრებზე თავდასხმის შემთხვევას განიხილავდნენ.
„მინისტრთა საბჭოში და კოალიციურ პარტიებში რაიმე სახის რასიზმი არ არის და არც ყოფილა“, – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.