ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი – ევროპამ არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დაძლიოს – პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ უკრაინა მის მიერ იმპერიულ წარსულში მოგზაურობის საბოლოო წერტილი არ არის

ევროპამ არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დაძლიოს, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-მა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მისი მხარდაჭერა თავისთავად განსაზღვრული არ არის და ასევე, ათწლეულების განმავლობაში ევროპის აშშ-ზე დამოკიდებულება არ შეიძლება თავისთავად მოცემულად ჩაითვალოს. სანაცვლოდ, ის უნდა გამოიმუშაო. ასე რომ, ევროპას უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერება სჭირდება და ჩვენ ამის გასაკეთებლად ბევრი დრო არ გვაქვს“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, „პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ მის მიერ იმპერიულ წარსულში მოგზაურობის საბოლოო წერტილი არ არის“.
„ის ს იმპერიის გავლენისა და ტერიტორიის გაფართოების მიზნით თავის აგრესიულ მცდელობებს გააგრძელებს. ჩვენ არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დავძლიოთ. ჩვენ იმაზე უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გვგონია და ეს სიძლიერე ჩვენი უსაფრთხოებისთვის დაგვჭირდება“, – აღნიშნა ბრეკელმანსმა.