ნიგერიაში სამი აფეთქება მოხდა – დაღუპულია 18 ადამიანი, დაშავებულია 50-მდე

ნიგერიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში სამი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის საგანგებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირველი აფეთქება ქორწილში, ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა, მეორე ჰოსპიტალში, მესამე კი დაკრძალვის ცერემონიაზე.
ბორნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (SEMA) ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. დამატებითი დეტალები აფეთქების შესახებ, ამ დროისთვის, არ ზუსტდება.