ნეტავ ახლა, “ნაშამქორალი” ნათია მეზვრიშვილი როგორ “გააპრავებს” გახარიას მიერ გადამალულ 3000 განკარგულებას?! – თაკო ჩარკვიანი

ალო! ალო გახარია! ალო “ბალაკლავა”, აბა ჰე… ნეტავ ახლა, “ნაპროკურორალი და ნაშამქორალი” ნათია მეზვრიშვილი როგორ “გააპრავებს” გახარიას მიერ გადამალულ 3000 განკარგულებას?! თუმც, მოსთხოვე ახლა ამათ “შუბლის ძარღვი” “ჩოლკის” – ვარცხნილობის ქვეშ საგულდაგულოდ გადამალული რომ აქვთ, ანუ გაწყვეტილი რომ არის “შუბლის ძარღვი” რომ არ გამოჩნდეს “– წერს სოციალურ ქსელში.
“ამათთან” ალიანსი ადგილობრივი არჩევნების დროს რატომ გქონდა ნიკანორ რატომ? რატომ ჰქონდა ალიანსი ნიკანორ მელიას გახარიასთან,ან “პოლიტუმეცარი” უნდა იყო , ან გარიგებული ხომ ასეა? სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არის, ჰოდა, ორივე ვარიანტი კატასტროფაა ქვეყნისთვის! გახარია (ვითომ )ოპოზიციონერი რომ გეყოლება “რავალია”?
ეს იმის ბრალია “გავრილოვის ღამეს” პატრიოტებისთვის თვალების დათხრის გამო პასუხი რომ უნდა ეგო გახარიას, არადა დააწინაურა პრემიერად ოლიგარქმა ივანიშვილმა დააჯილდოვა, ოპოზიციონერმა ნიკანორ მელიამ კი გვერდით მოისვა ადგილობრივ არჩევნებში, (მერე მეორე ტურიო -სააკაშვილი მოიცდისო ესეც გვახსოვს-ნიკანორმა რომ გამოაცხადა) ეს დათვის ტყვიებით თვალების დამთხრელი გვერდით მოისვეს (ნიკანორმა თქვა -ასეა საჭიროო) ესეც გვახსოვს.
ჰოდა, ახლა რატომ ხართ გაოცებულები “პაივცემულებო”? დიდი ხანია გახარიას დანაშაულზე ხმამაღლა ვსაუბრობ ტვ ეთერით. დიახ, ერთნი არიან და ერთ საქმეში იყვნენ რუსეთზე მომუშავე ფარცხალაძესთან ერთად ხაზარაძეც და გახარიაც, (ხაზარაძეც არ დაგვავიწყდეს ობიექტურობისთვის), იმ შეხვედრას საღამოს გვიან დაკეტილი ბანკიდან შავი ფული რომ გადიოდა და ერთად ესწრებოდნენ გახარია, ფარცხალაძე და გახარია.
დიახ ,სიმართლე თუ გვინდა ასეა! ჰოდა ამ თაღლითებმა როგორ უნდა გალანძღონ სააკაშვილი?! სახელმწიფო ვინც ააშენა ის კაცი ამ თაღლითებმა როგორ უნდა გალანძღონ?
მართლა რა კორუფციულ წუმპეშია ქვეყანა!
არ გავიდეთ? არ გავაპროტესტოთ? ვიყოთ ასე რუსულ წუმპეში და ტვ გადაცემებს ვუყუროთ როგორ ხრავენ და ძოვენ ქვეყანას ვიღაც ტიპები?!
ერთი წერილი მქონდა 2001 წელს გამოქვეყნებული “ლიტერატურულ საქართველოში”, ასეთი სათაური ჰქონდა (ქილიკით ცხადია) – “ასე როგორ შეიძლება ოუ რანინა – ანუ ნუ მოძოვთ ჩემს ქვეყანას” 2024 წელია და არ მეგონა იგივე სათაური თუ დამჭირდებოდა!”- წერს თაკო ჩარკვიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ცალკე დასაგმობია ის ზეწოლა, რომელსაც კონკრეტული პირები ქალების მიმართ იჩენდნენ. ამ აქციების ორგანიზატორები არიან ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია, ელენე ხოშტარია და კიდევ ბევრი ე.წ. „ქალი პოლიტიკოსი“

რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში

რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზეო -ტყუილია. ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები – დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტუქცია