“ცუდი ტონი ამ თემაზე ლაპარაკი კი არა, – ეს ყბადაღებული და დანაშაულებრივი დუმილია.
ნარკოტიკი არის ის, რაც გართმევს ნაღდს და გაჩეჩებს ტყუილს. სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება; დღემდე აქტუალურია აზრი, რომ თითქოს,კონკრეტული არტისტები ნარკოტიკის მოხმარებამ აქცია სუპერგმირებად. ტყუილია! ისინი ისედაც მაგრები იყვნენ და უფრო მაგრებიც იქნებოდნენ ნარკოტიკის გარეშე. დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი, თუნდაც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, სცენარისტი ნესტან ნენე კვინიკაძე.