გელა მთივლიშვილი: პეტერ მადიარის მაგალითი აჩვენებს, რომ რეალური ცვლილებებისთვის ათწლეულები საჭირო არ არის. მან სულ რაღაც ერთი წლის აქტიური, პრინციპული და, რაც მთავარია, ქვეყნის ყველა კუთხეში კარდაკარ სიარულით შეძლო ის, რაც ვერცერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ვერ მოახერხა

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი:
პეტერ მადიარის მაგალითი აჩვენებს, რომ რეალური ცვლილებებისთვის ათწლეულები საჭირო არ არის. მან სულ რაღაც ერთი წლის აქტიური, პრინციპული და, რაც მთავარია, ქვეყნის ყველა კუთხეში კარდაკარ სიარულით შეძლო ის, რაც ვერცერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ვერ მოახერხა.
საქართველოსთვის ეს მაგალითი მნიშვნელოვანია ორი მიზეზით:
1. ცვლილების გასაღები რეგიონებში და იმ ადამიანებთანაა, ვინც პროპაგანდის ტყვეობაშია. მადიარმა უნგრეთში შეძლო პოლიტიკის მიწაზე ჩამოტანა. ის საუბრობდა სოფლის სკოლებში ჩამონგრეულ ჭერზე, პროდუქტების მაღალ ფასზე, საავადმყოფოებში გრძელ რიგებზეც კი. ხალხმა მასში საკუთარი პრობლემების გამხმოვანებელი დაინახა.
2. ხალხი ელოდება ლიდერს (ახალ ძალას), რომელსაც აქვს გამბედაობა დაუპირისპირდეს სისტემას და მოსახლეობას შესთავაზოს ახალი, პოზიტიური ხედვა. მადიარი დღეში 5-6 შეხვედრას ატარებდა სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. სოციალური მედია და გაპრიალებული ეკრანები კარგია, მაგრამ სოფლის ცენტრში დგომას, ხალხისთვის ხელის ჩამორთმევას და მათთან გულწრფელ საუბარს სხვა ძალა და ეფექტი აქვს. ხალხი ეძებს ლიდერს, რომელიც არ არის დისკრედიტებული ძველი პოლიტიკური ქმედებებით თუ თამაშებით. მადიარის მაგალითი აჩვენებს, რომ ამომრჩეველი მზად არის გაჰყვეს იმას, ვინც ამ ჩაკეტილ წრეს გაარღვევს.
დაუბრუნდით ხალხის ყოველდღიურ საზრუნავს. კი, ძნელია, შიშია, რეგიონებში შეხვედრებიც რთულია (“ოცნებამ” უმრავლესობა მასზე რაღაცით დამოკიდებული გახადა), მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის!

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია