ნენსი პელოსმა საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი

ნენსი პელოსმა საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
„დემოკრატიულ პარტიაში ჩვენი მრავალფეროვნება და ერთობა ჩვენი სიძლიერეა. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა მტკიცედ დავამარცხოთ და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად ენთუზიაზმით ავირჩიოთ. წინ გამარჯვებისკენ!“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.
-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურის მიმართ მისი მხარდაჭერა „ოფიციალური, პირადი და პოლიტიკურია“.
შეგახსენებთ, გუშინ, -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო