ნენე გაბლაია: არა, არც სული, არც იერი და არც ქცევა არ აქვს ვაჟკაცური

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი “გატაცების” დეტალებს ყვება.

ქალი აქტივისტი ყვება, რომ “გატაცების” შემდეგ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, გზად კი მისი მდგომარეობა დამძიმდა, ითხოვდა წყალს, თუმცა არავინ აწვდიდა.

ამასთან, გაბლაიას მონათხროვით, პოლიციელებს ინსულინის პრობლემაზე უთხრა, აუხსნა, რომ სტრესის გამოშესაძლებელი იყო მომკვდარიყო.

მისივე მტკიცებით, ამ ყველაფრის ერთ ერთი შემოქმედი ლევან გუგუშვილია.

აქტივისტი ქალის მიერ დასახელებული კაცი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. ფოტოს, სადაც ეს უკანასკნელი ქართულ ნაციონალურ სამოსშია გამოწყობილი, უამრავი მოწონება აქვს: “ნეტა სულიც ისეთი ვაჟკაცური აქვს, როგორც იერი? ნეტავ ასე იყოს, მეამაყება” – წერენ მომხმარებლები.

მათ საპასუხდ ნენე გაბლაიამ დაწერა: “არა, არც სული, არც იერი და არც ქცევა არ აქვს ვაჟკაცური”.

რამდენიმე დღის წინ, ქუჩიდან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამიტაცეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როცა ვინერვიულე.

ერთია,როცა აქციაზე გაკავებენ და ზუსტად იცი რომ უსამართლოდ წაყენებული ორი მუხლით იზოლატორში მოგიწევს დღეების გადათვლა და მეორეა, როცა გზაზე მშვიდად მიმავალს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები გაიძულებენ მანქანაში ჩაჯდომას, რომელიც არ იცი, რა მიმართულებით მიდის.

მაშინ პირველი, ვინც გამახსენდა გელა ხასაია იყო, და მერე არაფერი მახსოვს. მახსოვს როგორ ვითხოვდი წყალს და მაიმედებდნენ, რომ გააჩერებდნენ მანქანას და მომცემდნენ საშუალებას წყალი დამელია, მერე ცივი ჰაერი მახსოვს, რომელიც სახეზე მომხვდა და მოვედი გონს, ერთერთმა გვერდით მჯდომმა ჩამოწია ფანჯარა და მთელი გზა ვეხვეწებოდი არ აეწია. მანქანაში პრეტენზიები ისმოდა სიცივეზე და ჩამოწეულ ფანჯარაზე. წყალზე, როგორც სხვა ყველაფერზე უშედეგოდ დამაიმედეს.

განყოფილებაში, რომ მიმიყვანეს წყალს ხელის კანკალით ვსვამდი, არა იმიტომ რომ მეშინოდა, უბრალოდ პანიკური შეტევა მქონდა, რომლისაც რათქმაუნდა არ სჯეროდათ და “აფერისტობაში” ჩამითვალეს.

მერე ჩემს ინსულინის პრობლემაზე მოვუყევი და ვუთხარი რომ ამ სტრესის გამო რაც გამომატარეს, შესაძლებელი იყო ხელში ჩავკვდომოდი, შეეშინდათ… ჯერ ისევ მთელი სხეული მიკანკალებდა.

ამ ყველაფრის ერთ ერთი შემოქმედი ლევან გუგუშვილია.

“ნეტა სულიც ისეთი ვაჟკაცური აქვს, როგორც იერი? ნეტავ ასე იყოს, მეამაყება” – არა, არც სული, არც იერი და არც ქცევა არ აქვს ვაჟკაცური.

წყარო