ნელ-ნელა ოპოზიციის ნაწილი ეგუება რეალობას და ცდილობს გრძელვადიანი ოთხწლიანი გეგმა შეიმუშაოს 2028 წლის არჩევნებისთვის – ვლადიმერ ბოჟაძე

ისეთი საბჭოს შექმნა, რომელსაც არანაირი შედეგი და ეფექტი არ ექნება არის სწორედ დაპირისპირების მიზეზი, მათ შორის ოპოზიციაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება.
„ასეთი საბჭოს შექმნა, რომელსაც არანაირი შედეგი და ეფექტი არ ექნება არის სწორედ დაპირისპირების მიზეზი, მათ შორის ოპოზიციაში. ახლა ოპოზიცია ვერ ყალიბდება როგორც ჩანს. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ როგორმე აიძულოს ხელისუფლება ბრჭყალებში დანიშნოს , თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ იქნება 2028 წლამდე. როგორც ჩანს, ახლა ოპოზიციის ნაწილი ნელ-ნელა ეგუება რეალობასაც და ცდილობს გრძელვადიანი, ოთხწლიანი გეგმა შეიმუშაოს, როგორ მოემზადოს უფრო უკეთესად 2028 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია