ნეთანიაჰუ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა გაეროში რუსეთის პოზიციის გამო

ისრაელის პრემიერმინისტრმა, მ სატელეფონო საუბარი გამართა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 10 დეკემბერს და უკმაყოფილება გამოთქვა „გაეროში რუსეთის წარმომადგენლების „ანტიისრაელური პოზიციების“ გამო – ნათქვამია ისრაელის განცხადებაში.
რუსეთმა გაეროს რეზოლუციას, ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამ რეზოლუციას ვეტო დაადო აშშ-მა, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. დანარჩენი 13 წევრი რეზოლუციას მიემხრო.
Reuters-ი იმოწმებს ისრაელის განცხადებას, სადაც წერია, რომ საუბარში ნეთანიაჰუმ გამოთქვა ასევე „ირანთან რუსეთის სახიფათო თანამშრომლობის“ გამო გადაჭრით უკმაყოფილება.
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ყველა შესაძლებელი დახმარება გასწიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად და კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – მრავალი გამოწვევის მიუხედავად, შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი