ნეთანიაჰუ: ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზარდ ვართ, პასუხს გავცემთ

ს პრემიერმინისტრმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ირანისგან მომავალი დარტყმისთვის ისრაელი მზად არის და თავდასხმას სათანადო პასუხს გასცემს.
“ბოლო წლებში, და უფრო მეტად ბოლო კვირებში, ისრაელი ირანისგან შესაძლო პირდაპირი დარტყმისთვის ემზადებოდა”. – ამბობს ნეთანიაჰუ ვიდეოში.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვითი სისტემები გამზადებულია და ნებისმიერი სცენარისთვის არიან მზად, როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის მხრივ.
ისრაელის პრემიერმა ასევე თქვა, რომ “მადლობელი ვართ -ს მხრიდან ისრაელის გვერდში დგომისთვის, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერისთვის”.
“მე დავამკვიდრე მკაფიო პრინციპი – ვინც გვატკენს, ჩვენც ვატკენთ. ჩვენ თავს ნებისმიერი საფრთხისგან დავიცავთ და ამას მშვიდად და მიზანდასახულად გავაკეთებთ”.
ვიდეო მიმართვის ბოლოს ნეთანიაჰუ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ისრაელის სარდლობის დირექტივებს მოუსმინოს.