“ნეთანიაჰუ და ჰიტლერი”; “უკანასკნელია” – თურქეთის და ისრაელის განცხადებები

საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა ს სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.
„ღაზაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას ასე პასუხობს:
“ერდოღანი, რომელიც ქურთების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს და მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების დაპატიმრებაში მსოფლიო რეკორდი უკავია, უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს… ისრაელის თავდაცვის ძალები მსოფლიოში ყველაზე ზნეობრივი არმიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის და ანადგურებს, „ჰამას“-„დაეშს“, რომელმაც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა და ერდოღანი მას ადიდებს და მის უფროს ხელმძღვანელობას სტუმრობს,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს