ნეთანიაჰუმ პუტინს უთხრა, რომ ღაზასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციით კმაყოფილი არ არის – BBC

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ს ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და უთხრა, რომ ღაზაში ომთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციით კმაყოფილი არ არის. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა რუსეთსა და ირანს შორის „საშიში თანამშრომლობა“ და თქვა, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ს მსგავსად მოიქცეოდა და იგივე ძალით მოახდენდა რეაგირებას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა მოსკოვის ძალისხმევისთვის ღაზაში მძევლად მყოფი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გათავისუფლებისთვის.
თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი მზად არის ყველა შესაძლო დახმარება გაუწიოს კონფლიქტის დეესკალაციის საკითხს.