ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება – ნინო წილოსანი მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებებზე

მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ყველა ცვლილება ოფიციალურად დაანონსდება. მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება.
“ყველა ცვლილება დაანონსდება ოფიციალურად. მანამდე, თავს შევიკავებ კონკრეტული დეტალებზე საუბრისგან. ოპოზიციის კომენტარი, ჩვენი პარტიის ნებისმიერი წევრის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, არარელევანტურია იმიტომ, რომ ვადევნებთ თვალს ოპოზიციის მუდმივ დეგრადაციას, რაც განპირობებულია იმით, რომ “ქართული ოცნება” როგორც პარტია და როგორც მმართველი გუნდი ძლიერდება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეფასებები გააკეთა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმაც.
“ქართული ოცნების” გუნდში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც პროფესიონალია და ნებისმიერ თანამდებობას კარგად შეასრულებს, მათ შორის – პარტიის თავმჯდომარეობის ფუნქციასაც”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში” – ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის

ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!