ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობის აქტს ჩაიდენს, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული – FBI-ს დირექტორობის კანდიდატი

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობის აქტს ჩაიდენს, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული – FBI-ს დირექტორობის კანდიდატი
-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილმა კეშ პატელმა კონგრესის სენატში მოსმენის დროს განაცხადა, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ვერასდროს იქნება მისაღები.
„სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ვერასდროს იქნება მისაღები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობის აქტს ჩაიდენს, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული“, – თქვა პატელმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ იგივე პოზიცია ჰქონდა, როცა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმი მოხდა, რა დროსაც იქ მობილიზებულ სამართალდამცველებზე თავდასხმა განხორციელდა.
„ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ მდგომარეობს ჩვენი კანონებისა და ცხოვრების წესის დაცვაში გამონაკლისის გარეშე“, – აღნიშნა პატელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს