“ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა” – ლაიენი რუსეთ–უკრაინის ომზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა, უსრულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, თქვა:
“აქ მსხდომთაგან ყველას ესმის, რა დევს სასწორზე და რა გამოწვევებია ჩვენს წინაშე. შევადაროთ ერთმანეთს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის მიდგომები. ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის იმუშაოს მშვიდობისთვის, რომელიც შეესაბამება მისი ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და მისი დაცემული თანამემამულეების ხსოვნას. როგორც მ თავიდანვე განაცხადა, ს ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი, ხანგრძლივი და უკანასკნელი სამი წლის საშინელებები აღარასოდეს მოხდება. მეორეს მხრივ, პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ მზად არის შეხვედრისთვის. მაგრამ, რა პირობებით? მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი არ არის ამ ომის გაგრძელება. მან უნდა გვაჩვენოს, რომ მისი ამბიცია აღარ არის უკრაინის განადგურება. ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა: სუსტი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს. ის დაძაბავს სიტუაციას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში და ზიანს მიაყენებს ჩვენს ერთობლივ ინტერესებს. რადგან, როგორც დავინახეთ, მსოფლიოს ყველა ავტორიტარი ყურადღებით აკვირდება, არსებობს თუ არა დაუსჯელობა, როდესაც მეზობელ ქვეყანაში იჭრები, თუ არსებობს ნამდვილი შემაკავებელი ძალა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად ვიმოქმედოთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირებულია

ირაკლი კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას

ირაკლი კობახიძე – სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ბევრი აქვთ დასამალი – მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას