“ნეაპოლელი ბიჭუნა ვარ” – სპალეტი ქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა

სპალეტის სპეციალური მედალი ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ გადასცა. დაჯილდოებას ქალაქის საბჭოს წევრები და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაესწრნენ.
“ჯერ ნეაპოლში არ გადმოვსახლებულვარ, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს, ვინაიდან ამიერიდან ოფიციალურად სკუნიცო (ნეაპოლელი ქუჩის ბიჭუნა) ვარ. საპატიო მოქალაქის სტატუსი უდიდესი მნიშვნელობისაა და მაბედნიერებს. ამიტომ, გარდა შედეგებისა, ჩემსა და ნეაპოლელებს შორის კავშირი არსებობს, რაც შესანიშნავია”, – ციტირებს სპალეტის Rai.