ნდობა, რომელიც დამყარებული არის გამოცდილებაზე –

ნდობა, რომელიც დამყარებული არის გამოცდილებაზე, – ასე აფასებს „ქრონიკასთან“ საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ნებისმიერ გაერთიანებაში ყოფნა გულისხმობს მეტ ინტერაქციას სხვა ერებთან. როდესაც საერთო საკითხებზე იქნება მსჯელობა, არასდროს დავივიწყოთ, ვისი გორისები ვართ, საიდან მოდის ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეროვნული იდენტობა,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობისთვის მოამზადებს.
„დღეს ვდგავართ 2024 წლის ბოლოში, არა თუ განაცხადი შევიტანეთ, არამედ გვაქვს კანდიდატი სტატუსი. წინა 4 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი კანონი მივიღეთ, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ-სამართლებრივ დაახლოებას ევროკავშირის სივრცესთან და მომავალშიც არანაკლები საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ 2028 წელსაც, ჩვენ ვიქნებით მოწინავე ქვეყანა განვითარების ტემპებით, მოწინავე ქვეყანა როგორც ინსტიტუციურად და ეკონომიკურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში