ნახა ყველამ, რომ ვერ არყევენ ამ ხელისუფლებას – 10 არჩევნები წააგეს, 5 რევოლუცია მარტო 4 წელიწადში ჩაუვარდათ, შანსი არ აქვთ, ამას ხედავენ და ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რამენაირად მუდმივი პრობლემა შეუქმნან ქვეყანას
რევოლუციის მოწყობის მცდელობის მიზნით ფინანსებოდა – პარტიები, ე.წ. მედია. ე.წ. „ენჯეოები“ და ახლა უკვე გადავიდნენ მუშაობის უხეშ სპეცსამსახურულ მეთოდზე, როდესაც ხდება უსახელო აგენტურული ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ესენი არიან ახალგაზრული, ექსტრემისტული დაჯგუფებები – დაახლოებით 500 ადამიანი.
„ისინი არ არიან მრავალრიცხვოვანი, ჯამში, ეს ყველაფერი, მთელი ეს აგენტურული, ექსტრემისტული ერთობა შეადგენს, დაახლოებით, 500-მდე ადამიანს, მეტნი არ არიან, მაგრამ აგრესიული ქმედებებისთვის, რაღაც დონეზე, ესეც საკმარისია. თქვენ ხედავთ, რომ 300 დღის განმავლობაში, თუ რამდენიც არის, ერთი წლის განმავლობაში, არ ასვენებენ ამ ქვეყანას და ამას აკეთებს ერთი და იგივე 500 კაცი როტაციით. სხვათაშორის, 26 ოქტომბერს, უკვე არჩევნების ღამეს დაიწყო ეს აქციები, თვითონ არ მოსწონთ ამის გახსენება, ამბობენ, რომ, თითქოს, 28 ნოემბერს დაიწყო ყველაფერი. მთელი ეს აქციები, ქუჩების გადაკეტვა – გმირთა მოედნის გადაკეტვა, მელიქიშვილი, ჭავჭავაძე და ა.შ. დაიწყო 26 ოქტომბერს უწყვეტად.
ხან 50 კაცი გამოდის, ხან 100, ხან 150, მათი უმეტესობა არის დახელფასებული აგენტი. ზოგმა შეიძლება იცის, რომ ვიღაც კონკრეტულის აგენტია, ზოგმა არა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იმსახურებს ოდნავ თანაგრძნობასაც კი, იმიტომ რომ რეალურად, ყველას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით, 100 კაცით რომ კეტავენ ქუჩას, გაცნობიერებული აქვს, რომ 100 კაცი ძალადობს 4 მლნ ადამიანზე. ამას ხომ აცნობიერებენ და ამას რომ აცნობიერებ და აკეთებ, როგორ შეიძლება შენ თანაგრძნობას იწვევდე. გამორიცხულია, ჩვენ არ გვაქვს არავითარი თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. მათ, დღეს, აქვთ ერთადერთი დავალება. ხომ ნახა ყველამ, რომ ვერ არყევენ ამ ხელისუფლებას – 10 არჩევნები წააგეს, 5 რევოლუცია მარტო 4 წელიწადში ჩაუვარდათ, შანსი არ აქვთ, ამას ხედავენ და ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რამენაირად მუდმივი პრობლემა შეუქმნან ქვეყანას. ეკონომიკა თუ იზრდება 8 %-ით იქნებ მოახერხონ და 7.5%-ით გაიზარდოს, იქნებ მოაკლდეს ეს რესურსი ჩვენს ეკონომიკას და ჩვენს თანამოქალაქეებს. მეტი დავალება მათ არ აქვთ, ეს არის უცხოური სპეცსამსახურები,“- განაცხადა პრემიერმა.
