ნახანძრალ ბარს შვეიცარიაში ხუთი წლის განმავლობაში არ ჩატარებია უსაფრთხოების შემოწმება

შვეიცარიის კურორტ კრან-მონტანას მერის, ნიკოლია ფეროს თქმით, ბარ Le Constellation-ს, სადაც ახალი წლის ღამეს ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოების სრული შემოწმება ბოლოს 2019 წელს ჩაუტარდა.

„დიდ ბოდიშს გიხდით. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ შემოწმებები არ ტარდებოდა“, – თქვა ფერომ პრესკონფერენციაზე.

მერმა განაცხადა, რომ მას „პასუხი არ აქვს“ იმაზე, თუ რატომ არ მოწმდებოდა ბარი ყოველწლიურად, თუმცა აღნიშნა, რომ 10 000-ზე მეტი შენობის უსაფრთხოების შემოწმების პასუხისმგებლობა ხუთი თანამშრომლისგან შემდგარ ჯგუფს აკისრია.

პროკურატურის ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, გააჩინა შუშხუნების ცეცხლმა. შამპანური ღვინის ბოთლებზე დამაგრებული ანთებული შუშხუნების ნაპერწკლები მისწვდა ჭერს, რომელიც პოროლონით იყო დაფარული. ფერომ განაცხადა, რომ ბოლო შემოწმების დროს პოროლონი მისაღებად ჩაითვალა. მან დასძინა, რომ კურორტის ტერიტორიაზე შუშხუნების გამოყენება ამჟამად აკრძალულია.

პოლიციამ ხანძრის შედეგად დაღუპული 40-ვე ადამიანის ვინაობა დაადგინა. მათ შორის არიან შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, პორტუგალიის, რუმინეთისა და თურქეთის მოქალაქეები. დაღუპულთა ასაკი 14-დან 39 წლამდეა, მათ შორის 20 არასრულწლოვანი იყო.

ასევე დადგინდა 116-ვე დაშავებულის ვინაობაც. მათგან 83-მა სერიოზული დამწვრობა მიიღო და ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება.

სამართალდამცავმა ორგანოებმა ბარის ორი მფლობელის, ჟაკ და ჯესიკა მორეტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს, ისინი ეჭვმიტანილი არიან გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით სხეულის დაზიანების მიყენებაში.

კრან-მონტანა ალპებში მდებარე ქალაქია, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ მოთხილამურეებისთვის, არამედ გოლფის მოყვარულებისთვისაც. Le Constellation-ში მომხდარ ხანძარს თანამედროვე შვეიცარიის ისტორიაში ყველაზე მძიმე ტრაგედიას უწოდებენ.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა