ნაწყვეტი ანტონ ჩეჩინის საბოლოო სიტყვიდან: არსებობს რაღაც კავშირი ქრისტიანობასა და პოლიტიკას შორის

გთავაზობთ ნაწყვეტს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის საბოლოო სიტყვიდან. ჩეჩინს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სიტყვა მან განაჩენის გამოცხადებამდე თქვა.
„არსებობს რაღაც კავშირი ქრისტიანობასა და პოლიტიკას შორის. იყო ქრისტიანი, ნიშნავს, რომ მარტო სიკეთეზე კი არ ფიქრობდე, ილოცო და ეკლესიაში იარო, არამედ უნდა იმოქმედო, იბრძოლო ბოროტების წინააღმდეგ.
მე დავინახე, რომ ბოროტება მხოლოდ ჩემს ქვეყანას კი არ ემუქრებოდა განადგურებით, არამედ სხვა ქვეყნებსაც. ერთ-ერთი არის საქართველო. პოლიტიკური სისტემა, რომელშიც მე დავიბადე, წარმოადგენდა საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის. არ შემეძლო, მშვიდად მეყურებინა, რას აკეთებდა საბჭოთა რეჟიმი, ასევე პუტინის რეჟიმი ჩემს სამშობლოში. ეს ბოროტება მოქმედებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. სისხლის მდინარეებს უშვებდა მთელს მსოფლიოში.
ჩემი ქრისტიანული ვალი იყო, დამეცვა ყველა, ვინც შეიძლება, დაშავებულიყო ამის გამო. მათ შორის, მებრძოლა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ და მისი დამოუკიდებლობისთვის.
მე ვირბძოდი სამართლიანობისთვის. მე ვიბრძოდი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, რომ ძალოვანი სტრუქტურა და სახელმწიფო ორგანოები მუშაობდნენ მოქალაქეების სასარგებლოდ, ტოტალიტარული მმართველობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ჩემ წინააღმდეგ იყო ძალიან ბნელი ძალა, რომელიც დაკავშირებულია ს იმპერიასთან და ს ოლიგარქიულ წყობასთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ