ნაწყენნი არიან, რომ აშშ-ში არ გააკეთეს ის არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. იგივეა საქართველოზეც. ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი ეტყვის

ნაწყენნი არიან, რომ -ში არ გააკეთეს ის არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. იგივეა საქართველოზეც. ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი ეტყვის
ევროპარლამენტის დებატები არა მარტო საქართველოზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც ჯგუფური თერაპიის სესიას ჰგავს, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.
მისი თქმით, ევროპის პოლიტიკურ ელიტას ჰგონია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მხოლოდ ის უნდა გააკეთონ, რასაც ბრიუსელი ეტყვის.
„ისინი არიან იმედგაცრუებული და ნაწყენნი, რომ აშშ-ში ამომრჩეველმა არ გააკეთა ისეთი არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. ზუსტად იგივე ამბავია საქართველოზეც. აქ ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც მათ ბრიუსელი ეტყვის. უნდა გააკეთონ ისიც კი, თუ ეს სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ქართველებს ეს არ სურთ. ჩემი აზრით, საქართველომ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი.
პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირთან ურთიერთობების გაგრძელება და ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა ისეთი არჩევანი, რომელიც ევროპულ პოლიტიკურ ელიტას არ სურდა და გააგრძელოს პროცესი. ეს კომისია უკვე იცვლება. გვეყოლება მალე ახალი კომისია, ახალი ევროკომისრები და ასევე ცვლილებია ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღესდღეობით ევროკავშირი განაწყენებულია.
ევროკავშირმა ადაპტაცია უნდა მოახდინოს ახალ რეალობასთან გლობალურად, აშშ-თან და უნდა ითანამშრომლოს ყველა ქვეყანასთან, რომელსაც ამ ორგანიზაციის წევრობა სურს. ეს არის ჩვენი ინტერესი. ევროკავშირის ინტერესია გაძლიერდეს და გაიზარდოს. თუ გვსურს გლობალური მოთამაშე ვიყოთ, მაშინ ჩვენ ეს ქვეყნები გვჭირდება და ასევე გვჭირდება თანამშრომლობა ლექციის წაკითხვის რეჟიმში ყოფნის ნაცვლად. ახლა არაფერია რეალისტური ევროპარლამენტში და არაფერია რეალისტური ევროკომისიაში, რადგან ძალიან მალე ახალი კომისია გვეყოლება“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.
ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დებატები თითქმის ცარიელ დარბაზში წარიმართა. ევროპარლამენტარების პოზიციები განსხვავებულია. ნაწილმა თქვა, რომ ქართველ ხალხს თავისუფლად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ევროპარლამენტარების ნაწილმა კი ყველას მოუწოდა, პატივი სცენ ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ გამოხატულ პოზიციას.