ნაცრადიკალებმა აღიარეს, რომ ომის პარტიის ადეპტები არიან და ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ავსულზე მოქმედებს ნაკურთხი წყალი, ასე გავეშებულად აღიქვამენ მშვიდობაზე მოწოდებებს
“ქართული ოცნების” საარჩევნო ცალკეული ბანერების ვანდალიზმით, ნაცრადიკალებმა აღიარეს, რომ ომის პარტიის ერთგული ადეპტები არიან და ამასთან, ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების, გიგი უგულავას და ხატია დეკანოიძის მიერ “ქართული ოცნების” ბანერების გადაღებვას, სადაც “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!” სლოგანია გამოსახული.
აბაშიძის განცხადებით, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” მშვიდობაზე მოწოდებებს გავეშებულად აღიქვამს და მათი ქმედება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ საიდან მოდის პოლარიზაცია. მისივე თქმით, ეს კრიმინალური ქმედებაა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა უნდა დააფიქსირონ.
“”ქართული ოცნების” საარჩევნო ცალკეული ბანერების ვანდალიზმით, ნაცრადიკალებმა აღიარეს, რომ ომის პარტიის ერთგული ადეპტები არიან და ამასთან, ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული.
როგორც ავსულზე დამანგრევლად მოქმედებს ნაკურთხი წყალი, ასე გავეშებულად აღიქვამენ კოლექტიური “ნაცები” მშვიდობაზე ხალხისთვის აბსოლუტურად მისაღებ მოწოდებებს.
კიდევ ერთი დასტური თუ საიდან მოდის პოლარიზაცია. “ნაცმოძრაობის” ეს კრიმინალური ქმედებაც აუცილებლად უნდა დააფიქსირონ ობიექტურმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.