„ნაცმოძრაობა“ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, რადგან გამარჯვების შანსი არ აქვს, დანარჩენები ებღაუჭებიან 5%-იან ბარიერს და იქამდეც ვერ მიდიან. ე.ი. სჭირდებათ დიდი პროვოკაცია, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ

„ნაცმოძრაობა“ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, რადგან გამარჯვების შანსი არ აქვს, დანარჩენები ებღაუჭებიან 5%-იან ბარიერს და იქამდეც ვერ მიდიან. ე.ი. სჭირდებათ დიდი პროვოკაცია, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ
თუ აკვირდებით, ყველა ეს აგენტურული პარტია, მოვალეობის მოხდის მიზნით დადიან და შეხვედრებს ატარებენ. დიდი საარჩევნო აქტივობები არ აქვთ, ბილბორდებიც არ გამოუკრავთ. ეს მიგვანიშნებს, რომ შეიძლება იგეგმებოდეს გარკვეული პროვოკაციები და ამაზე არ უნდა წამოვეგოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სწორედ „ნაცმოძრაობას“ და მის დანამატ პარტიებს აწყობთ პროვოკაცია და მსხვერპლი, რისი საშუალებაც სახელმწიფომ და ქართულმა საზოგადოებამ მათ არ უნდა მისცეს.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიასაც ფორმალურად ატარებს, ვინაიდან იციან, რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ, ხოლო ის 2-3 პროცენტიანი პარტიები, რომლებიც, რეალურად, „ნაცმოძრაობის“ დანამატს წარმოადგენენ, 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის იბრძვიან, რასაც ვერ აღწევენ.
„ყველას მოვუწოდებ, ეს ხელის ქნევები დავამთავროთ, გავჩერდეთ. რაც არ უნდა გამწარებულები ვიყოთ, რაც არ უნდა გაბრაზებულები ვიყოთ, რაც არ უნდა მათი დანაშაულები გვახსოვდეს, მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. მათ უნდათ პროვოკაცია, მათ სჭირდებათ მსხვერპლი, პროვოკაციული გეგმა და დარწმუნებული ვარ, რაღაც მსგავსს აუცილებლად იკადრებენ და ამასაც არ ვამბობ შემთხვევით; და ამის საშუალებას, ყველას ვთხოვ,ნუ მივცემთ „ნაცმოძრაობას“. არანაირი პარტიები არ არსებობს. ყველა ის პარტია, რომელიც დღეს რეიტინგებში 2 და 3 პროცენტს ინარჩუნებს, არის „ნაცმოძრაობის“, ანუ აგენტურის დანამატი, მათი საერთო მიზნებიდან გამომდინარე. „ნაცმოძრაობა“ როგორ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, კი ხედავთ და რატომ? – იმიტომ, რომ გამარჯვების შანსი არ აქვს 5 ნომერს და დანარჩენები წვალობენ და ებღაუჭებიან 5-პროცენტიან ბარიერს და იქამდეც ვერ მიდიან. ე.ი. მათ სჭირდებათ რაღაც დიდი პროვოკაცია, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად, სახელმწიფოებრივადაც და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და საზოგადოებაც უნდა იყოს მზად, რომ მათ პროვოკაციებს არ აჰყვეს და არანაირი პროვოკაციის დაშვება არ მოვახდინოთ. ახლა, სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას სჭირდება ამ დაშვების გამორიცხვა, რომ მათ ვერ შეძლონ, არ უნდა დავუშვათ, რომ მათ შეძლონ რაიმე პროვოკაცია, რომ ეს ქვეყანა ფიზიკურადაც და სულიერადაც გადარჩეს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა