საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ნაცმოძრაობას” და მის “ანასხლეტებს” ერთი დღის წესრიგი აქვთ, რადგან მათ ერთი პატრონი და ერთი დირიჟორი ჰყავთ უცხოეთში, რომელიც იქიდან ულაგებთ ყველაფერს”.
მისი თქმით, უცხოეთში მყოფი “პატრონი”, პიარ-კამპანიის ხელმძღვანელსაც თვითონ არჩევს, რომელიც, ამ შემთხვევაში, ჯერემი როზნერია.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ “ნაცმოძრაობას” და მის ანასხლეტებს, ეს იქნება გახარია, “ლელო”, ვაშაძე თუ ა.შ., უცხოეთში, ერთი პატრონი ჰყავთ და ბუნებრივია, რომ ის პატრონი და ის დირიჟორი აგზავნის პიარ-კამპანიის ხელმძღვანელებს, ამ შემთხვევაში – როზნერს, რომელიც “ნაცმოძრაობაშიც” იყო ლობისტი, ახლა “ლელოშია” და მერე, შეიძლება, გახარიასთან გადაინაცვლოს. მათი დღის წესრიგი ერთია, რადგან ერთი პატრონი და ერთი დირიჟორი ჰყავთ უცხოეთიდან, რომელიც ულაგებთ ამ დღის წესრიგს და, მათ შორის, პიარ-კამპანიის ხელმძღვანელსაც კი. ამითაც ჩანს, რომ ესენი არიან “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.