„ნაცმოძრაობას“ და ენჯეოებს კი არ ჩააქვთ საზღვარგარეთ რაიმე ამბავი, არამედ, პირიქით, იქიდან იღებენ დავალებებს და იმას ასრულებენ

„ევროპარლამენტშიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც, ევროპის დედაქალაქებშიც – ყველამ ყველაფერი იცის, თუ რა ხდება საქართველოში: ყველამ იცის, რომ საქართველოში არ გაყალბებულა; რომ მათმა ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ – კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ – სამარცხვინოდ წააგო, მაგრამ მაინც ისეთ განცხადებებს აკეთებენ და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ბევრი ჩვენი მხარდამჭერი ხშირად გვეუბნება, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ უცხოეთში, უფრო მეტად უნდა გავაგებინოთ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომ რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობისა თუ ენჯეოების წარმომადგენლები ეუბნებიან, ეს არის ტყუილი. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – „ნაცმოძრაობას“ და ენჯეოებს კი არ ჩაჰქონდათ და ჩააქვთ საზღვარგარეთ რაიმე ამბავი, არამედ, პირიქით, იქიდან იღებდნენ და იღებენ დავალებებს და იმას ასრულებენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ დღეს საქართველოში უცხოური აგენტურა კი არაა ხელისუფლებაში, არამედ ის ძალა, რომლისთვისაც სამშობლო და სუვერენიტეტი ყველაფერზე მაღლა დგას, რაც არ მოსწონს იმ ძალებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში იბრძვიან სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
ამის ნათელი მაგალითია, რაც ამ დღეებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხდება: რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი სიმართლე დაამტკიცოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იქ არავის აინტერესებს. სინამდვილეში ასამბლეაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა; რომ ადამიანები, რომლებიც პოლიციელებს ესროდნენ და 150-ამდე პოლიციელს ძალიან მძიმე დაზიანებები მიაყენეს, კრიმინალები არიან და არა – მშვიდობიანი მანიფესტანტები; რომ გამორიცხულია საქართველოში სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც არაერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მაგრამ, კიდევ ერთხელ – ისინი აკეთებენ ისეთ განცხადებებს და იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს და არა ისეთს, რაც რეალობას ასახავს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს