„ნაცმა, პროტესტანტმა, ბოტმა და ა.შ. იცინა, იწვალა, იჩხუბა, მაგრამ…“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„შეთანხმება და დათანხმება, “არა რუსულ კანონს, კი – ევროპას, კი – გამჭვირვალობას”, შედგა.
ახლა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე:
არასამთავრობოების ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა – ეს წინადადება მართალია თუ ტყუილია?! თუ მართალია, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შევიდეს სადღაც, რაღაც საიტზე, სადაც ნახავს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს, რაოდენობას, დამფინანსებელს და დეტალურ ანგარიშებს, რამდენი და რაში დაიხარჯა …
არა და, მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსების კვლევამ აჩვენა, რომ არა თუ რომელიმე მიგნებად საიტზე, არამედ საშემოსავლო გადასახადის და ელექტრონული ზედნადებებით რისი მიკვლევაც მოხერხდა, იძებნება ამ კონკრეტული ორგანიზაციების შემოსავალი 15 მილიონი ლარის, ხოლო ხარჯი – 85 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსების მთლიანი რაოდენობის დადგენა ამ მონაცემებით, შეუძლებელია…
დასკვნა: მათი ფინანსები თუ ისედაც გამჭვირვალეა, კანონპროექტი ცალსახად რუსულია! მათ შორის კანადური – მით უფრო!
P.S. „სტიგმატიზაციაზე“ ხვალ“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ