ნაცმარგინალების კიდევ ერთი დეზინფორმაციული გზავნილი გააქარწყლა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა,
აბაშიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების უალტერნატივობას.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სააგენტოს პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი.
„ციკლიდან – საქართველო “ეკონომიკურად ჩამოქცეულია”. ნაცმარგინალების კიდევ ერთი დეზინფორმაციული გზავნილი გააქარწყლა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა. ჩვენი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების უალტერნატივობას.
Moody’s-ის შეფასებით, პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა. რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციონალური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა.
სააგენტოს პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. სააგენტოს მოლოდინით ფისკალური სტაბილურობა მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას.“-წერს გია აბაშიძე.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody-s-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა”.-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
Previous: “ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას” მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა და ერთპიროვნულად გამარჯვება

ასევე დაგაინტერესებთ

აქციების ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, რომ მათივე შვილების სახელით უკეთესი საქართველო სურთ, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ შვილებს რატომ არიდებენ?!

გლობალურ პოლიტიკაში, სახელმწიფოები დიასპორების საშუალებით აძლიერებენ საკუთარ ქვეყნებს უცხოეთში. ამისთვის ზრუნავენ არა მხოლოდ ხელისუფალნი, არამედ, თავად დიასპორული ორგანიზაციებიც

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა. ეს არის არამხოლოდ საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა