“ნაციონალურ მოძრაობაში” კრიზისი ჯერ არ განმუხტულა – ერთადერთი გამოსავალია, თავმჯდომარე გადადგეს და ხელახალი არჩევნები ჩაინიშნოს” – ორად გაყოფილ ენმ-ში დაპირისპირება გრძელდება

ორად გაყოფილი პარტია – შეძლებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” კრიზისიდან გამოსვლას?! – მოქმედი თავმჯდომარის გადადგომას პარტიის წევრები, თბილისთან ერთად, რეგიონებშიც მოითხოვენ. თავის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას თავად პარტიის დაპირისპირებული წევრების თანამდებობებიდან გათავისუფლებით პასუხობს.
მოქმედი თავმჯდომარის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა მმართველობის 10 თვის განმავლობაში პარტიას დიდი ზიანი მიაყენა, მან პასუხი უნდა აგოს და პოსტი დატოვოს. შიდა დაპირისპირების თემებს დახურულად მიიჩნევს ხაბეიშვილის ფრთა.
“კრიზისი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაშია”, სამწუხაროდ, ჯერ არ განმუხტულა. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, პასუხისმგებლობა აიღოს პარტიის თავმჯდომარემ, მოუსმინოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ამომრჩევლებს, გადადგეს და ჩაინიშნოს ხელახალი პოლიტიკური საბჭოს ,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი პატარაიამ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, “ნაციონალურ მოძრაობაში” ბრძოლა გავლენების მოპოვებისთვის პიკს მიუახლოვდა. მათივე შეფასებით, საბოლოოდ, პროცესი პარტიის გახლეჩით დასრულდება, რაც პოლიტიკური ველისთვის კარგია.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ასეთი მეთოდებით ვინმე ამჟღავნებს რუსოფობიურ პატრიოტიზმს იმ აგრესიული მეზობლის მიმართ, რომელიც ამ ეტაპზე შენი ქვეყნის “მხოლოდ 20%-ის ოკუპანტია”, და თანაც 40 ათასი სანქციის გამოცხადების ფონზე უკვე ფეხებზე ჰკიდია, ვინ რას ეტყვის – დასაჯარიმებელი კი არა, “ვირის აბანოშია” შესაგდები