“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – პარტია დღეს ჩოხატაურის ორგანიზაციის სამმა წევრმა დატოვა

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. ოპოზიციური პარტია დღეს ჩოხატაურის ორგანიზაციის სამმა წევრმა დატოვა. სამივე საკრებულოს დეპუტატია.
მიზეზად, არაფორმალური მმართველობა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებები სახელდება.
“შეუძლებელია დარჩე იმ პარტიაში, სადაც განსხვავებული და კრიტიკული აზრი არ არსებობს. უფრო მეტიც, დარჩე იმ პარტიაში, რომელიც მართულია არაფორმალური მმართველობით კვიპროსის კლუბიდან,” – აცხადებს ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ბაჩო ახალაძე.
დაპირისპირებაა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. ხაბეიშვილის მხარდამჭერები ბრალდებებს უყენებენ მელიას გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც პარტია დატოვეს და ამბობენ, რომ მათ მანდატებიც უნდა დატოვონ. აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრები, მიზანმიმართულად არ ტოვებენ ფრაქციას, რადგან ხაბეიშვილის მხარდამჭერების გარიცხვას და ფრაქციისთვის სახელის შეცვლას აპირებენ.
“აპირებენ იმ ადამიანების გარიცხვას, ვინც წლებია პარტიაშია. ეს ჩვენი აზრით პოლიტიკური თაღლითობაა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ეს წესდების და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა,” – აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრი გიგა შუშანია.
ს ფლანგში კი ამბობენ, რომ ფრაქციიდან არავის გაშვებას არ გეგმავენ, თუმცა მას შესაძლოა სახელი შეუცვალონ.
“არავის გარიცვხას არ აპირებენ, ჩაერთონ ისინი ფრაქციის საქმიანობაში და იმუშაონ. ჩვენ რომ გვდომებოდა ბენეფიტების მიღება და თანამდებობდები, მაშინ კვიპროსის კლუბთან ვითანამშრომლებდით. ფრაქციის საქმიანობაში ჩაერთვება ყველა, ბატონ გიგასაც მოუწევს მოსვლა. თუკი არ დაეთანხმებიდან სახელის შეცვლას, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,” – აცხდებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს