“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ 7 ნოემბრის საქმეზე ზურაბიშვილის გამოკითხვის მოთხოვნა “პოლიტიკური ანგარიშსწორება”

გოგა ხაინდრავას მოთხოვნას, რომ მასთან ერთად დაიკითხონ 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები, “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღიქვამენ.
“კრემლის მიზანი იყო ის, რომ საქართველოში გადატრიალება მოეწყო და გოგა ხაინდრავა საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა. ფაქტობრივი მასალა – მტკიცებულება არსებობს, რომელიც საჯარო სივრცეში იძებნება. 2012 წლის შემდეგ, 12 წელი გავიდა და რას უნდა ემსახურებოდეს ეს ყველაფერი? – ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება,”- აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
რომან გოცირიძის განცხადებით კი, ეს მოთხოვნა არასერიოზულია, ვინაიდან მას შემდეგ გასული 20 წლის განმავლობაში, ამ ლოგიკით, არ დარჩება პოლიტიკოსი, ვისი გამოკითხვაც არ იქნება მოთხოვნილი მხარეების მიერ:
“ამ 20 წლის განმავლობაში იმდენი მიტინგი ჩატარდა და იმდენი რამ უნახავს რუსთაველის პროსპექტს, რომ არ არსებობს დღეს პოლიტიკოსი, ვისი გამოკითხვაც არ იქნება ამა თუ იმ მხარის მიერ მოთხოვნილი, ეს არასერიოზულია,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე – კითხვა აქტუალური ს განცხადების შემდეგ გახდა. ბოლო სასამართლო პროცესზე, სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა და “ეფესბეს” კვალზე ისაუბრა, რის შემდეგაც განცხადება გოგა ხაინდრავამ გააკეთა და მოითხოვა მასთან ერთად, დაიკითხონ 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე და მაშინდელი ოპოზიციის სხვა ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც “ნაცთან” ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო

„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა